ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მამამ შვილი ნაჯახით მოკლა, ცოლი კი დაჭრა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მამამ შვილი ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი ცოლი დაჭრა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჩხოროწყუს მერმა დავით გოგუამ განუცხადა, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. გოგუას ინფორმაციით, მამას ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა.

"გარდაცვლილი მამაკაცი 36 წლისაა. რაც შეეხება ცოლს, ის თავის არეშია დაჭრილი და მისი მდგომარეობა მძიმეა. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი", - განაცხადა გოგუამ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მომხდარზე ერთი პირია დაკავებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო