საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ყბის ძვლის მოტეხილობით საავადმყოფოშია მოთავსებული

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ყბის ძვლის მოტეხილობით სამედიცინო ცენტრ ,,გორმედშია" მოთავსებული. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, პატრულ-ინსპექტორს, რომელიც გორის ერთ-ერთ რესტორანში ახლობლებთან ერთად იმყოფებოდა, ფიზიკური დაპირისპირება გვერდზე სუფრაზე მყოფ მოქალაქესთან მოუხდა. არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი პირადი ანგარიშსწორება გახდა, რომელიც წარსულში მომხდარ ფაქტს უკავშირდება. კერძოდ, თვითმხილველები ყვებიან, რომ მოქალაქე პოლიციელს წარსულში ჯარიმის გამოწერის გამო გაუსწორდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“,,გორმედის" ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მერაბ მაისურაძემ განუცხადა, პაციენტი სამედიცინო ცენტრ ,,გორმედის" სტაციონარში ყბის ძვლის დაზიანებით შეიყვანეს. მას ოპერაცია გაუკეთდა. ექიმის განმარტებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ,,გორმედის" ექიმები სტაციონარიდან მისი გაწერის მიზანშეწონილობაზე დღეს იმსჯელებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს. სხვა დეტალებს შსს-ში არ აკონკრტებენ. მათი განმარტებით, დეტალებს გამოძიება დაადგენს.

იხილეთ ვიდეო: "ცეკვის დროს მოხდა შელაპარაკება" - რას ამბობს თვითმხილველი რესტორანში მომხდარ ჩხუბზე, სადაც პოლიციელს გამოწერილი ჯარიმის გამო სცემეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა