ჭიათურაში, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალა

ჭიათურის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები უკვე რამდენიმე დღეა გარემოვაჭრეებს ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევენ.

ჭიათურის მერის მოადგილის, გივი მოდებაძის განცხადებით, გარემოვაჭრეებს უკანონო საქმიანობის გაგრძელების უფლება აღარ მიეცემათ. " გარდა იმისა, რომ ვაჭრობა უკანონოდ ხორციელდება, უშნოვდება ქალაქის იერსახე და ჩნდება ანტისანიტარია", - განაცხადა გივი მოდებაძემ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჭიათურის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, მერია გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართს „უნივერმაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე სთავაზობს, სადაც მათთვის სპეციალური ბაზრობა მოეწყობა.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა გარემოვაჭრეთა დახლებისგან უკვე გაასუფთავა ყაზბეგის ქუჩა და ე.წ. "მაღაროელთა მოედანი".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო