მოსკოვის გამზირზე მცხოვრებ 170 აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

მოსკოვის გამზირზე მცხოვრებ 170 აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ორშაბათს, 8 იანვარს 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირი № 18-1, № 18-2, № 20, № 20ა, № 24ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას და მიმდებარედ განთავსებულ კომერციულ ობიექტებს, მათ შორის: კაიროს ქუჩაზე - სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, შპს „ქართული ფეროშენადნობების კომპანია“, შპს „ვესტ ქოლდს“ და სხვა.

გაზის მიწოდება 16:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.

მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებლობას იხსნის.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს