ინსპექტირების ცენტრებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ღია კარის დღე გაიმართება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, ღია კარის დღე გაიმართება. შეხვედრა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების წარმომადგენლებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული პოტენციური ინვესტორებისთვის იმართება.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას გაივლიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები, შემდეგ ეტაპზე - სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ასევე დიდი მოცულობის (3.0 და ზემოთ) ძრავების მქონე ავტომობილები და ა.შ. 2019 წლის ბოლომდე ინსპექტირებას გაივლის საქართველოში რეგისტრირებული მთლიანი ავტოპარკი.

ღია კარის დღეს 8 იანვარს, 12.00 საათზე, სასტუმრო „იოტაში“ (თბილისი, ლერმონტოვის 10) გაიმართება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს