ექიმი - თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე რჩება, ჯერჯერობით, საზღვარგარეთიდან არც ერთი კლინიკა არ შეგვხმიანებია

თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე რჩება, ჯერჯერობით, საზღვაგარეთიდან არც ერთი კლინიკა არ შეგვხმიანებია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, პროფესორმა ზაზა ლურსმანაშვილმა თემირლან მაჩალიკაშვილის უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით განუცხადა.

„არ არის სიახლე არც ჯანმრთელობის მდგომარეობის და არც სხვა კლინიკაში გადაყვანის მხრივ. მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება და დინამიკა უცვლელია. რაც შეეხება კლინიკებს, ველოდებით ინფორმაციას. ჯერჯერობით, არც ერთი კლინიკა არ შეგვხმიანებია“, - განაცხადა ლურსმანაშვილმა.

26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. ის ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.