შს სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვა- გადამუშავების 37 ფაქტი გამოავლინა

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2017 წლის დეკემბერში, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და უკანონოდ გადამუშავების ფაქტებზე 37 პირი ამხილეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბორჯომის, ადიგენისა და ახალციხის რაიონებში, მხილებულების ავტომანქანებიდან, უკანონოდ მოპოვებული ხის მრგვალი მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს, გამოვლენილი 31 ავტომანქანა და 6 სახერხი საამქრო კი დალუქეს.

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა