ნიკი ჰეილი - მსოფლიო ლიდერები Twitter-ში თვალს ვერ წყვეტენ ტრამპის ჩანაწერებს, თუმცა მიიჩნევენ, რომ ის არაპროგნოზირებადია

მსოფლიოს ლიდერები და უცხოელი დიპლომატები Twitter-ში დონალდ ტრამპს თვალს ადევნებენ, რათა აშშ-ს პრეზიდენტის ლოგიკა გაიგონ, - ამის შესახებ ამერიკულ ტელეარხ ABC-ის ეთერში გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა.

„მე არ მივიჩნევ, რომ მსოფლიოს ლიდერები უგულებელყოფენ დონალდ ტრამპის ჩანაწერებს Twitter-ში. პირიქით, თვალს ვერ წყვეტენ მის ჩანაწერებს Twitter-ში, თუმცა მიიჩნევენ, რომ ის არაპროგნოზირებადია“, - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა დონალდ ტრამპი ძალიან არაპროგნოზირებადი, ნიკი ჰეილიმ უარყოფითად უპასუხა.

„მივიჩნევ, რომ უბრალოდ არ იციან თუ როგორ მოიქცევა აშშ ნებისმიერ ცალკე აღებულ დროის მონაკვეთში. ამ მიზეზის გამო ისინი გაცილებით ფრთხილები არიან და უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ თუ როგორ წარმართონ აშშ-სთან ურთიერთობები“, - აღნიშნა გაერო-ში აშშ-ს ელჩმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა