რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ახალშობილი იპოვეს

რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, კართან ახალშობილი ჩვილი ნახეს. ბავშვი სამართალდამცავებმა სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების მიზნით კლინიკა ,,რუსთავის" ჩვილ ბავშვთა განყოფილებაში გადაიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, ბიჭუნას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენებას გულისხმობს, ვისაც შესაძლებლობა არა აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო