პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი - ჩანს, პრეზიდენტი წუხს, რომ ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები

რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, ჩანს, პრეზიდენტი წუხს, რომ ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები, - ასე გამოეხმაურა გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებებს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით. როგორც პროკურორი განმარტავს, კონსტიტუციით მინიჭებული უფლება არ ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ვინმეს ბოროტად შეუძლია.

”კონსტიტუციით მინიჭებული უფლება არ ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ვინმეს ბოროტად შეუძლია. რაც შეეხება მარგველაშვილს, ჩანს, პრეზიდენტი წუხს, ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები”, - განაცხადა ნადარეიშვილმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას - ”ეს მინიშნებაა, რომ შესაძლოა პროკურატურა მომავალში მარგველაშვილის მიერ გამოცემული შეწყალების აქტებითაც დაინტერესდეს, მაგალითად რატომ შეიწყალა ცოლის ძმა?” - ნადარეიშვილი პასუხობს, რომ მინიშნებებით ლაპარაკს შეჩვეული არ არის.

”მინიშნებებით ლაპარაკს არა ვარ შეჩვეული - არსებობს კონკრეტული საქმე და კვალიფიკაცია, ასევე პრინციპი, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. პროკურატურა დამოუკიდებელი სტრუქტურაა, ისევე, როგორც სასამართლო, პროკურატურის მუშაობის რევიზიის უფლება მხოლოდ სასამართლოს აქვს და არა პრეზიდენტს”, - აღნიშნა პროკურატურის წარმომადგენელმა.

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე დამნაშავედ სცნო და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ უკვე შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებისთვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა