ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი

ბათუმის მოვლენებზე ბრალდებულების ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მხარეთა დასკვნითი სიტყვა უკვე მოისმინა. როგორც მერაბ ღოღობერიძის ადვოკატი პაატა შავაძე აცხადებს, წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მოწმეების ჩვენებების საფუძველზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა არ დასტურდება, ასევე კიდევ ერთი ბრალდებული ირაკლი ჩხვირკია აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, საპატიმროში პოლიტიკური განცხადების გამო აღმოჩნდა.

გამოძიება ბრალდებულებს ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძეს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 225-ე მუხლის საფუძველზე 11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ღოღობერიძისა და ჩხვირკიას საქმის განხილვა 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც მხარეთა მიერ წარდგენილი მოწმეთა დაკითხვა და მტკიცებულებათა გამოკვლევა განხორციელდა.

11-12 მარტს „პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა, სადაც რამდენიმე პირი დააკავეს. პროტესტის ნიშნად, აქციის მონაწილეებმა აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გადაინაცვლეს. აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეკრებილები აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოს უფროსის კახა ბუხრაძის გადადგომას და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქციის მიმდინარეობისას მომიტინგეებმა 7 ავტომობილი დაწვეს და ინფრასტრუქტურა დააზიანეს. ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, 100-მდე მოქალაქე ადმინისტრაციული სამართალდარვევის ბრალდებით დააკავეს და ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სისხლის სამართლის ბრალდებით 20-ზე მეტი პირი დააკავეს. დაახლოებით 19 ბრალდებულის მიმართ საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს