ლარნაკადან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები იურიდიული კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტენ, მიმართავენ თუ არა სასამართლოს

კვიპროსში, ლარნაკაში დარჩენილი საქართველოს 9 მოქალაქე სამშობლოში პარასკევს ჩამოფრინდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ერთ-ერთმა მგზავრმა სალომე შონიამ განუცხადა, ისინი საქართველოში ”უკრაინის ავიახაზების” მეშვეობით დაბრუნდნენ.

მისივე ინფორმაციით, დაბრუნებული მგზავრები დღეს იურიდიულ კონსულტაციას გაივლიან იურისტებთან, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, მიმართავენ თუ არა სასამართლოს მომხდარი ფაქტის გამო.

საქართველოს 9 მოქალაქემ, 20 საათი ლარნაკას აეროპორტში გაატარა. როგორც ისინი აცხადებდნენ, მათ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ ჰქონდათ ინფორმაცია, თუ როდის დაბრუნდებოდნენ სამშობლოში. მათი თქმით, ტექნიკური მიზეზების გამო, აეროპორტსა და კომპანიას შორის კომუნიკაცია ვერ შედგა და თვითმფრინავი მათ გარეშე გამოფრინდა საქართველოში.

აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა ავიაკომპანია Wizz Air-მა. როგორც განცხადებაში იყო ნათქვამი, მგზავრებმა რეისზე თავად დააგვიანეს, რის გამოც თვითმფრინავი მათ გარეშე გამოფრინდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა