გიორგი გოგაძე - ახლა უკრაინის კომპეტენტური ორგანოების გადასაწყვეტია, მოხდება თუ არა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება

ახლა უკრაინის კომპეტენტური ორგანოების გადასაწყვეტია, მოხდება თუ არა მისი საქართველოში ექსტრადირება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პროკურატურას აქვს კონკრეტული ურთიერთობა უკრაინის კომპეტენტურ ორგანოებთან და გაგზავნილია შუამდგომლობები მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ.

„საქართველოს პროკურატურა გააკეთებს ყველაფერს, რომ ნებისმიერი პირი, ვისაც საქართველოში აქვს ჩადენილი დანაშაული, წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე. როგორც იცით, გვაქვს კონკრეტული ურთიერთობა უკრაინის კომპეტენტურ ორგანოებთან და გაგზავნილია შუამდგომლობები მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ. ახლა უკრაინის კომპეტენტური ორგანოების გადასაწყვეტია, მოხდება თუ არა მისი საქართველოში ექსტრადირება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველა ბრალდებული თუ მსჯავრდებული პირი აუცილებლად წარსდგება ქართული მართლმსაჯულების წინაშე“, - განაცხადა გიორგი გოგაძემ.

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე დამნაშავედ სცნო და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. გამოძიების თანახმად მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ უკვე შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებისთვის.

იხილეთ ინტერვიუ სრულად

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო