ლიბიის სანაპიროსთან 200-ზე მეტი მიგრანტი დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუს“ ლიბიის ეროვნული ერთიანობის მთავრობის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ეიუბ ქასიმმა განუცხადა.
გემი, რომელზეც მიგრანტები იმყოფებოდნენ, ლიბიის დასავლეთში მდებარე ქალაქ ქარაბულის მახლობლად დააკავეს.
ასევე ნაპოვნია ორი გვამი, რომელთა გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.