სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხვალ წვიმაა მოსალოდნელი

საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხვალ წვიმა, მთაში კი თოვლია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

„დღეს, დასავლეთ საქართველოში თბილი ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთშიც უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ტემპერატურა +8 +13 გრადუსი იქნება. თბილისში დღეს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება“, - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

მისივე თქმით, ხვალ დასავლეთ საქართველოში ყველგან და აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს.

„დასავლეთ საქართველოში ხვალ იწვიმებს, მთაში მოთოვს, იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან 17-22 მეტრი წამში, ჰაერის ტემპერატურა +7 +12 გრადუსი იქნება. 7-12 გრადუსია მოსალოდნელი ხვალ აღმოსავლეთ საქართველოშიც. ზოგან იწვიმებს, მთაში მოთოვს”, - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

მისივე თქმით, ხვალ დედაქალაქში შესაძლებელია მცირე წვიმა, იქოლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 17-22 მეტრი წამში, ჰაერის ტემპერატურა 10 გრადუსი იქნება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა