"ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ქალაქის თვითმმართველობას ინიციატივით მიმართავს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ქალაქის თვითმმართველობას ინიციატივით მიმართავს. როგორც მირდატ ქამადაძე აცხადებს, მძიმე სოციალურ ფონზე ბათუმში სამარშუტო ტაქსების ტარიფის გაზრდა მერიამ უნდა შეაჩეროს და წინასაარჩევნოდ დაპირებული ელექტროენერგიის ტარიფების შეამცირება უზრუნველყოს. მირდატ ქამადაძე ბათუმის მერიას მოუწოდებს, რომ ბათუმის ბიუჯეტში ცვლილება მოხდეს და შშმ პირებს, მარტოხელებსა და სოციალურად დაუცველებს წლიურად ელექტროენერგიის ათას კილოვატიანი ვაუჩერი გადაეცეს.

"როგორც ცნობილია ბათუმის ტერიტორიაზე გაძვირდა სამარშრუტო ტაქსების ტარიფები, რაც მძიმედ დააწვება ისედაც უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრებ მოსახლეობას, მაშინ როცა ბათუმის მერია ავტოტრანსპორტის სუბსიდირებისთვის დამატებით 8 მილიონ ლარს დახარჯავს 2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით.

ჩვენ მოვუწოდებთ ბათუმის მერს, დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები მგზავრობის ფასების დასარეგულირებლად.

ასევე ცნობილია, რომ როგორც სხვა ყველა დაპირება, ასევე მცდარი და ტყუილი აღმოჩნდა ”ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირება კომუნალური გადასახადების შემცირება/განახევრებასთან დაკავშირებით და 2018 წლის ახალ წელს მოსახლეობა შეხვდა გაძვირებული ელექტროენერგიის ტარიფით.

ჩვენ მოვამზადეთ წინადადება ბათუმის ბიუჯეტში შევიდეს ცვლილება, რომლითაც სოციალურად დაუცველ ოჯახებს, შშმ პირების ოჯახებს და მარტოხელა პენსიონერებს გადაეცეთ ელექტროენერგიის წლიური ათას კილოვატიანი ვაუჩერი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ საკითხზე სამსჯელოდ, ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ბათუმის საკრებულოს რეგლამენტის თანახმად მოვითხოვთ მოწვეული იქნას საკრებულოს რიგგარეშე სხდომა; დაიწყოს დაუყოვნებლივ კონსულტაციები პროგრამის მომზადებასა და ადმინისტრირებასთან დაკავშირებით", - აცხადებს მირდატ ქამადაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს