11 თვეში საქართველოს საერთო სასამართლოებმა 14 767 სისხლის სამართლის საქმე განიხილეს

2017 წლის 11 თვეში საქართველოს საერთო სასამართლოებმა 14 767 სისხლის სამართლის საქმე განიხილეს. როგორც საერთო სასამართლოების სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული, ყველაზე მეტი საქმე საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა განიხილეს. პირველი ინსტანციის სასამართლოებმა ჯამში 12 621 საქმე განიხილა 14 046 პირის მიმართ, საიდანაც განაჩენი 12 293 საქმეზე დადგა, 13 645 პირის მიმართ.

რაც შეეხება მსჯავრდებულთა სტატისტიკურ მონაცემებს, საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში განხილული საქმეების შედეგად მსჯავრი 13 258 პირს დაედო, საიდანაც 3 251 ადამიანს სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, პირობითი მსჯავრი დაედო 5 859 პირს, ჯარიმა შეეფარდა 2 834 ადამიანს, ხოლო საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 1 251 პირს. ამნისტიით ან სხვა საფუძვლით გათავისუფლდა 24 პირი, ხოლო შინაპატიმრობა შეეფარდა 36 პირს.

საქალაქო და რაიონული სასამართლოების მიერ განხილული 12 621 სისხლის სამართლის საქმიდან 8 614-ზე საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. საპროცესო შეთანხმება ჯამში 9 560 ბრალდებულს დაუმტკიცდა.

გარდა ამისა 2017 წლის 11 თვეში სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა 116 საქმეზე 128 პირის მიმართ, დამატებით ძიებაში კი 212 საქმე დაბრუნდა.

რაც შეეხება გამამართლებელ განაჩენებს, პირველი ინსტანციის სასამართლოებში განხილული საქმეებიდან გამამართლებელი განაჩენი 205 პირის მიმართ დადგა, ნაწილობრივ კი 108 ადამიანი გამართლდა.

თავის მხრივ, სააპელაციო სასამართლოებმა 2017 წლის 11 თვეში 1500 საქმე განიხილეს 1707 პირის მიმართ, საიდანაც გამამტყუნელები განაჩენი შეიცვალა გამამართლებელი განაჩენით 14 საქმეზე 15 პირის მიმართ, საქმე შეწყდა 1 შემთხვევაში. სასჯელი შეუმსუბუქდა 222 პირს, სასჯელი პირობითი მსჯავრით შეეცვალა 3 ადამიანს.

უზენაესმა სასამართლომ კი 646 საკასაციო სარჩელი განიხილა 755 პირის მიმართ. გამამტყუნელები განაჩენი გაუქმდა და გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი 4 საქმეზე 5 პირის მიმართ. 17 ადამიანის მიმართ 13 საქმეზე შეიცვალა კვალიფიკაცია, ხოლო 27 პირის მიმართ 26 საქმეზე სასჯელი შეიცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა