საბაჟო საწყობებში წლობით გაჩერებული საქონლის პრობლემის მოგვარებისთვის, საგადასახადო კოდექსში ცვლილებებია შესული

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ბიზნესის წარმომადგენელთა მოთხოვნის გათვალისწინებით, შესულია ცვლილებები, რომლის მიხედვით, საქონლის საბაჟო საწყობში დროებით შენახვის ვადა 5 კალენდარული წლის ნაცვლად 180 კალენდარულ დღემდე განისაზღვრა, ხოლო საწყობის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოქცევის ვადა, ნაცვლად განუსაზღვრელი პერიოდისა, განისაზღვრა 2 კალენდარული წლით. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ცვლილება საშუალებას იძლევა გადაწყდეს წლობით არსებული (მათ შორის, ვადაგასული ან გაფუჭებული) საქონლისაგან საბაჟო საწყობების გათავისუფლებისა და შენახვის ადგილების მოცდენის პრობლემა.

ცვლილება ამოქმედებულია 2017 წლის 14 ივლისიდან, თუმცა იმ საქონელზე, რომელიც საბაჟო საწყობში დროებით შენახული იყო აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე, დროებით შენახვის 180 დღიანი ვადის ათვლა 2018 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო.

ამ შემთხვევაში, საუბარია საბაჟო საწყობებში წლობით მიტოვებულ საქონელზე, რომელიც პრობლემებს უქმნიდა როგორც საწყობის მფლობელებს, ასევე საგადასახადო ორგანოებს, რადგან შეუძლებელი ხდებოდა ასეთი საქონლის განკარგვა, რადგან საწყობის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის შენახვა იყო უვადო, ხოლო დროებით შენახვა – 5-წლიანი.

ამ ცვლილებით შემცირდა დროებით შენახვის ზღვრული ვადა, მაგრამ ასევე, განისაზღვრა მისი იმავე ვადით (180 დღე) გაგრძელების შესაძლებლობაც.

უწყების ინფორმაციით, საწყობის სასაქონლო ოპერაციაში შენახვის ვადა კი, ფაქტიურად, არ შეზღუდულა, რადგან დადგენილი 2-წლიანი ვადა დეკლარანტმა შეიძლება გააგრძელოს შეუზღუდავი რაოდენობით.

მათივე ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ეს პირობები არ შესრულდა, მოხდება საქონლის განკარგვა დადგენილი წესით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო