ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს გიორგი ფანგანი უხელმძღვანელებს

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) ისტორიაში პირველად, გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს (ECRB) ქართველი პრეზიდენტი ჰყავს. სემეკის წევრი გიორგი ფანგანი საბჭოს 2 წლის ვადით უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ ოქმის რატიფიცირებიდან რამდენიმე თვეში, ათენში გამართულ შეხვედრაზე გიორგი ფანგანი ECRB-ის პრეზიდენტად ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.

გიორგი ფანგანის თქმით, საბჭოს ხელმძღვანელობისას მისი მიზანი იქნება ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნების მეტი ინტეგრაცია ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე, კანონმდებლობის ჰარმონიზება და ენერგეტიკულ გაერთიანებაში ახალი წევრების მიღების ხელშეწყობა.

ენერგეტიკული თანამეგობრობა არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანია ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობის და ბაზრის პრინციპების გავრცელება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში. ორგანიზაცია დაარსდა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად 2005 წლის ოქტომბერში, ქ. ათენში, საბერძნეთში. ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ ევროკავშირი და ხელშემკვრელი ქვეყნები სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან და შავი ზღვის რეგიონიდან. მარეგულირებელი საბჭო (ECRB) ენერგეტიკული გაერთიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკული ბაზრების რეგულირების სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პლატფორმას.

„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ საქართველომ ვალდებულება აიღო ენერგეტიკის სექტორში ევროკავშირის მესამე ენერგეტიკული პაკეტის იმპლემენტაციაზე. აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიზნით, საქართველომ 2016 წელს ხელი მოაწერა ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ ოქმს და 2017 წლის პირველი ივლისიდან საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა