დიმიტრი გვრიტიშვილი - იმედი გვაქვს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი საბჭოს პოლიტიკურ ელფერს არ შესძენს

ანა დოლიძე ბოლო დროს ძირითადად მოქმედებს, როგორც პოლიტიკოსი, თუმცა იმედი გვაქვს, ახალი წევრი არ შესძენს საბჭოს პოლიტიკურ ელფერს, არ შეეცდება პოლიტიკური ელემენტების შემოტანას და იმოქმედებს ისე, როგორც სასამართლოს ნაწილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა განუცხადა, რომელიც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად დღეს ანა დოლიძეს დანიშნავს.

"ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი, თუ ვის მოავლენს საბჭოს წევრად. ზოგადად, საბჭოს წევრი უნდა იყოს მაღალი კვალიფიკაციის, მაღალი რეპუტაციის და პრინციპული. საბჭოს წევრმა თავი უნდა იგრძნოს, როგორც სასამართლო სისტემის წევრმა და იმოქმედოს, როგორც სასამართლო სისტემის ნაწილმა. რაც შეეხება მის ბოლოდროინდელ მოღვაწეობას, ბოლო პერიოდში ძირითადში იგი მოქმედებს, როგორც პოლიტიკოსი, თუმცა იმედი გვაქვს, საბჭოს ახალი წევრი არ შესძენს საბჭოს პოლიტიკურ ელფერს, არ შეეცდება პოლიტიკური ელემენტების შემოტანას და იმოქმედებს, როგორც სასამართლოს ნაწილი",- განაცხადა გვრიტიშვილმა.

მისივე თქმით, თავად საბჭო ყველანაირად შეეცდებაა იყოს კონსტრუქციული გარემო.

"ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რომ იყოს კონსტრუქციული გარემო. მზად ვართ ყველასთან ვითანამშრომლოთ ისევ და ისევ სასამართლოს ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ვინმე დაგვიპირისპირდება და მოინდომებს პოლიტიკური ელფერის შემოტანას, შევეცდებით ადეკვატური პასუხი გავცეთ",- აღნიშნა გვრიტიშვილმა.

მისივე თქმით, ანა დოლიძის კომპეტენციაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

"ჩემთვის ცნობილია, რომ ქალბატონი ანა მოღვაწეობდა არასამთავრობო სექტორში. იგი იყო საია-ს თავმჯდომარე, მოღვაწეობდა საზღვარგარეთ, იყო თავდაცვის მიმისტრის მოადგილე, არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი. ამიტომ, მის კომპეტენციაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ მაქვს",- განაცხადა გვრიტიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს