თურქეთის პარლამენტმა ევროკავშირის ოთხ ქვეყანაში ისლამოფობიასთან დაკავშირებული სიტუაციის გამოსაძიებლად კომისია შექმნა

თურქეთის პარლამენტმა ევროკავშირის ოთხ ქვეყანაში ისლამოფობიასთან დაკავშირებული სიტუაციის გამოსაძიებლად სპეციალური კომისია შექმნა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიური სააგენტო „ბელგა“ აქვეყნებს.

„კომისია მუშაობას სამშაბათს დაიწყებს. დეპუტატები კონცენტრირებას მოახდენენ ოთხ ევროპულ ქვეყანაზე, სადაც მათი აზრით, ყველაზე მძაფრად ვლინდება ისლამოფობია. ეს ქვეყნებია: ავსტრია, გერმანია, საფრანგეთი და ბელგია. დეპუტატებს გამოძიების ადგილზე საწარმოებლად ამ ქვეყნებისგან ნებართვა სურთ“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ თურქეთის პარლამენტის ეს ინიციატივა ავსტრიაში დაფიქსირებულ რასისტულ რეაქციას მოჰყვა.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?