ადვოკატი - ჩვენთვის უცნობია, რატომ მოხდა დღეს ოთარ აბესაძის ბადრაგირება სასამართლოში და არა ექსპერტიზაზე

ოთარ აბესაძის ადვოკატის შუამდგომლობა, დღევანდელი პროცესის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ადვოკატმა ნონა ფილაურმა სასამართლოს მიმართ იშუამდგომლა, რომ აბესაძისთვის დამატებითი ექსპერტიზის ჩატარების გამო პროცესი გადადებულიყო, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ამასთან, დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა საქმის პროკურორი ირაკლი მარშანია, რომელმაც აღნიშნა, რომ პროცესის გადადება მიზანშეწონილი არაა, ვინაიდან სასამართლო განხილვები ჭიანურდება.

თავის მხრივ, აბესაძის ადვოკატმა აღნიშნა, რომ დაცვის მხარისთვის გასაკვირია, რატომ მოხდა დღეს ბრალდებულის ბადრაგირება სასამართლოში და არა იქ, სადაც შესაბამისი ექსპერტიზაა დანიშნული.

"მოგეხსენებათ, რომ ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის მიზნით დამატებითი ექსპერტიზებია ჩასატარებელი. ეს ექსპერტიზები დანიშნულია, გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულებები და ველოდით, რომ უკვე დღესვე უნდა მომხდარიყო ბადრაგირება ექსპერტიზაზე, თუმცა ჩვენთვის უცნობია, რატომ მოხდა მისი ბადრაგირება სასამართლოში და არა ექსპერტიზაზე. არ ვიცით რასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა ნონა ფილაურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა