ნაზი ჯანეზაშვილი - ანა დოლიძე მოტივირებული ადამიანია, რომელიც დაინტერესებულია სასამართლო სისტემით

მე რამდენადაც ვიცი, ანა დოლიძე არის მოტივირებული ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია სასამართლო სისტემით, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა იმ გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი საბჭოს წევრად თავისი კვოტით დღეს მის საპარლამენტო მდივანს, ანა დოლიძეს დანიშნავს.

"მე რამდენადაც ვიცი, ის არის მოტივირებული ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია სასამართლო სისტემით. იგი პარლამენტში, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვაში მონაწილეობდა, მაგრამ როგორც საბჭოს წევრის შეფასება ჩემთვის რთული იქნება, ვინაიდან ჯერ უცნობია თუ ვის დაასახელებს პრეზიდენტი",- განაცხადა ჯანეზაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საბჭოს წევრები იყვნენ აპოლიტიკურები.

"ვინაიდან სასამართლო ხელისუფლება არის ხელისუფლების ერთ-ერთი შტო, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, რომ აპოლიტიკური იყოს ეს ორგანო და ბუნებრივია, ნებისმიერი წევრი უნდა ვიყოთ პოლიტიკისგან შორს იმგვარად, რომ ვიზრუნოთ სასამართლო სისტემის განვითარებაზე და აუცილებლად დავიცვათ ეს ბალანსი",- განაცხადა ჯანეზაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ანა დოლიძეს წარადგენს.

ანა დოლიძე აღნიშნულ პოსტზე ვახტანგ მჭედლიშვილს შეცვლის, რომელსაც 4 - წლიანი უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს