ვანის მუნიციპალიტეტში სტიქიის შემსწავლელმა კომისიამ ზარალის დათვლა დაასრულა

ვანის მუნიციპალიტეტში სტიქიის შემსწავლელმა კომისიამ ზარალის დათვლა დაასრულა. კომისიის ინფორმაციით, გასული წლის დეკემბერში მუნიციპალიტეტს ორი მილიონი ლარის ზარალი მიადგა, რის სალიკვიდაციოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი გადაირიცხა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაზიანებული ობიექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი საპროექტო სამუშაოებზე და დაიწყება დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა.

გასული წლის დეკემბერში ძლიერმა წვიმებმა მდინარეების ადიდება გამოიწვია. დაზიანდა ნაპირსამაგრები, სახიდე-საბოგირე გადასასვლელები და შიდა სასოფლო - საავტომობილო გზები.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა