მეუღლის მიერ ნაჯახით დაჭრილ ქალს ოპერაცია ჩაუტარდა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

მეუღლის მიერ ნაჯახით დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორის ნიკა ჭეჟიას ინფორმაციით, პაციენტს ოპერაცია გაუკეთდა და ამჟამად კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში, მამამ შვილი ნაჯახით მოკლა, ცოლი კი თავის არეში დაჭრა. ჩხოროწყუს მერის ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა