აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 2018 წლის პირველ სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 2018 წლის პირველ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ინიციატორები უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით გაბაიძე, ნინო ჩხეტია, დავით ბაციკაძე) საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა. ინიციატივა, რომელიც რეგლამენტის 69-ე და 73-ე მუხლების ცვლილებას ითვალისწინებს და უმაღლესი საბჭოს სხდომაზე შესვენების გამოცხადების წესს აკონკრეტებს, ბიუროს გადაწყვეტილებით, რიგგარეშე სესიაზე გამარტივებული წესით განიხილება.

ნინო ჩხეტიამ ბიუროს ასევე წარუდგინა კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. ბიუროს გადაწყვეტილებით, კანონის პროექტის განსახილველად საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივ კომისიებს ვადა 11 იანვრამდე განესაზღვრათ.

ბიურომ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებითაც - აჭარის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 26 იანვრის N 22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (ინიციატორები უმაღლესი საბჭოს წევრები - ვახტანგ წულაძე, ნუგზარ სურმანიძე) სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრმა ნუგზარ სურმანიძემ წარმოადგინა. მისი განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებიდან გამომდინარე, იცვლება მაჟორიტარი დეპუტატის წარმომადგენლების სამსახურში მიღების წესი.

ბიურომ ასევე იმსჯელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის ბიუჯეტის დეტალურ განწერაზე. საკითხი სხდომაზე ლოჯისტიკისა და საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ილია თურმანიძემ წარმოადგინა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, ბიუროს წევრებს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ელგუჯა ბაგრატიონმა მოსახლეობის გარკვეული კატეგორიებისათვის კომუნალური ვაუჩერების შემოღების თაობაზე მთავრობასთან კონსულტაციების დაწყების წინადადებით მიმართა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის განცხადებით, საკითხზე მუშაობა დაწყებულია და ამდენად, კონსულტაციების ერთიანი ფორმატით გამართვა უფრო მისაღები იქნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო