ექიმი - თემირლან მაჩალიკაშვილის მისაღებად მზადყოფნა ამ დროისთვის თურქეთის ორმა კლინიკამ გამოთქვა

პანკისის ხეობაში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მისაღებად მზადყოფნა ამ დროისათვის თურქეთის ორმა კლინიკამ გამოთქვა, - ამის შესახებ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა ზაზა ლურსმანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, ამ ორი კლინიკიდან ერთი არის საქართველოს ჯანდაცვის მიერ მოძიებული, ხოლო მეორე კი ოჯახის მიერ მოძიებული კლინიკა, რომლის სახელწოდებაც არის „კოჩის ჰოსპიტალი“.

როგორც ექიმმა აღნიშნა, ამ ორიდან რომელ კლინიკაში მოხდება თემირლან მაჩალიკაშვილის გადაყვანა, გადაწყვეტილება ოჯახმა უნდა მიიღოს. რაც შეეხება კონკრეტულად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ თურქეთში მოძიებულ კლინიკას, ექიმის თქმით, ამ კლინიკაში პაციენტის მიღებისთვის ადგილის პრობლემა არ არის. მისივე განმარტებით, თუ ოჯახი ამ კლინიკაში გადაყვანის თაობაზე თანხმობას განაცხადებს, ამის შემდეგ უკვე პაციენტის გადასაყვანად მზადყოფნა დაიწყება და არ არის გამორიცხული, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი თურქეთში ხვალვე გადაიყვანონ.

„ჯანდაცვის სამინისტროსგან ცოტა ხნის წინ მივიღეთ ოფიციალური ინფორმაცია, რომ თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ გამოხატა მზადყოფნა იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენი პაციენტის ტრანსპორტირება და იქ გაგრძელდეს მკურნალობა. ეს ინფორმაცია ჩვენ შემდეგ გავაცანით ოჯახის წევრებს და ველოდებით მათი მხრიდან დასტურს. თურქულ კლინიკას ადგილის პრობლემა არ აქვს და მზად არის, რომ უახლოეს პერიოდში მიიღოს პაციენტი“, - განაცხადა ექიმმა.

მისივე განმარტებით თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია და კვლავ მძიმედ რჩება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს