2020 წლის ბოლომდე „რეგუსი“ საქართველოს მასშტაბით 12 სერვისცენტრს გახსნის

უნიკალური სერვისები, რაც მუშაობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. სერვის ოფისების პროვაიდერი, საერთაშორისო კომპანია „რეგუსი“ უკვე საქართველოშია და მომხმარებელს თბილისის ყველაზე პრესტიჟულ, აქტიურ და დინამიურ ნაწილში, თავისუფლების მოედანზე (მის: ლეონიძის ქუჩა #2, ბიზნეს ცენტრი “ტაბიძე 1“, მე-4 სართული) მის მოთხოვნებზე ორიენტირებულ, კომფორტულ და იდეალურ სამუშო გარემოს სთავაზობს.

„რეგუსი“ დაარსდა 1989 წელს ბრისუელში, ბელგიაში. მისი სათავო ოფისი მდებარეობს ლუქსემბურგში. კომპანიის ქსელი მოიცავს 3000-ზე მეტ ბიზნეს ცენტრს, რომლებიც 120 ქვეყნის 1000-მდე ქალაქშია განთავსებული. „რეგუსი“ წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. როგორც კომპანიაში აცხადებენ, „რეგუსში“ ყველა ტიპის და ზომის ბიზნესის საჭიროებაა გათვალისწინებული. ახლად გარემონტებული და მოწყობილი A კლასის ოფისები, გადახდის მოქნილი და მარტივი პირობები, თანამედროვე და დაცული IT ინფრასტრუქტურა, შეხვედრების ოთახები, საერთო სამუშაო სივრცე, ადმინისტრაციის მომსახურება, წვდომა რეგუსის 3000 ფილიალზე მსოფლიოს მასშტაბით, ეს ის მნიშვნელოვანი სერვისებია, რაც მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესის წარმატებისთვის აუცილებელია.

„რეგუსი“ უკვე 30 წელია, რაც მსოფლიო ბაზარზე ოპერირებს. კომპანიის გლობალური ქსელი ყოველწლიურად ფართოვდება. ნებისმიერი საქმიანი ადამიანისთვის საჭიროა იდეალური გარემო და ხელსაყრელი ადგილმდებარეობა, მოქნილი და მარტივი გადახდის პირობებით.

„რეგუსი ზრუნავს, რათა მათი სამუშაო სივრცე, კიდევ უფრო, კომფორტული გახადოს, დროის დაკარგვის და საჭირო სერვისების დამატებითი ხარჯების გარეშე მისაღებად. უკვე 30 წელზე მეტია, რაც ჩვენ გვენდობიან მრავალმილიონიანი კორპორაციები, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი კონსულტანტები, ჯამში ორ მილიონზე მეტი ლოიალური მომხმარებელი, მსოფლიოს მასშტაბით, როგორიცაა გუგლი, მაიკროსოფთი, ლინკდინი, ფეისბუქი, სამსუნგი, უბერი, ამაზონიდა სხვა. ნდობა, გამოცდილება და მაღალი ხარისხის მომსახურება წლებმა მოიტანა. როდესაც დიდი კომპანიები გეგმავენ ახალი ბაზრების ათვისებას, ისინი კითხულობენ არის თუ არა „რეგუსი“ მათ ბაზარზე. ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ისინი შედიან „რეგუსი“ ოპერირებდეს, რადგან მათთვის უკვე ნაცნობია „რეგუსის“ მომსახურების ხარისხი და სდანდარტი. როდესაც ისეთ ქვეყანაში გიწევს მუშაობა, რომელსაც არ იცნობ, „რეგუსის“ სერვისები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და კომფორტულია“, - კომპანიის სერვისების მნიშვნელობაზე საუბრობს „რეგუსის“ წარმომადგენელი საქართველოში, რუსუდან ჩაკვეტაძე.

„რეგუსი“ წარმოდგენილია მსოფლიოს 1000-ზე მეტ ქალაქში, და ახალი სერვის ცენტრი უკვე საქართველოს დედაქალაქ თბილისშიც გაიხსნა. თბილისში „რეგუსის“ სერვის ცენტრი პრესტიჟული სასტუმროების, კაფეების, რესტორნების და მაღაზიების სიახლოვეს მდებარეობს და მასში იდეალური გარემოა შექმნილი საქმიანი ადამიანებისთვის. ცენტრი სრულად აკმაყოფილებს სერვის ოფისის საჭიროებებს, რომელიც საუკეთესო გამოსავალია უცხოელი ბიზნეს ვიზიტორებისთვისაც, რომელთაც სურთ ქართულ ბაზარზე საქმიანობა, დამატებითი ადმინისტრაციული პროცედურების და ინვესტიციების გარეშე, ერთი მარტივი ფასით და გადახდის მქონილი პირობებით. ეს არის ცენტრი, სადაც ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები და საქმიანი ადამიანები ისარგებლებენ „რეგუსის“ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისებით, რომელსაც ჩვენი კომპანია სთავაზობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

როგორც კომპანიაში განარმტავენ, „რეგუსი“ მომხმარებელს სერვის ოფისს სთავაზობს, რაც სასტუმროს ტიპის მომსახურებას გულისხმობს. მომხმარებლის განკარგულებაშია სრულად მოწობილი ოფისები, ბიზნეს ლაუნჯი და კაფე, შეხვედრების ოთახი, საერთო სამუშაო სივრცე, ვირტუალური ოფისი, ვიდეო-საკონფერენციო სივრცე.

ყველაფერი კი ასე დაიწყო... კომპანიის დამფუძნებელი, ბიზნესმენი მარკ დიქსონი მსოფლიოს გარშემო თავისი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე ბევრს მოგზაურობდა. ერთხელ, ბრიუსელში ყოფნისას ოფისით სარგებლობა დასჭირდა. თუმცა ვერ იპოვა ოფისი, რომელსაც დროებით დაიქირავებდა და სრული მომსახურებით ისარგებლებდა. სწორედ ამის შემდეგ, გადაწყვიტა შეეთავაზებინა მომხმარებლებისათვის ახალი მომსახურება - სერვის ოფისი. კომპანიას ან პიროვნებას შესაძლებლობა ჰქონოდა ექირავებინა ოფისი 1 საათით, დღით, თვით, წლით და ა.შ. ნებისმიერ ქვეყანაში. თავიდან ეს ყველაფერი უბრალოდ, ოფისების გაქირავებით დაიწყო. ახლა უკვე „რეგუსს“ უამრავი სერვისი აქვს, რაც მომსახურებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.

„დღეს, სერვის ოფისი არის სრულად მოწყობილი ოფისი ადმინისტრატორით, ტელეფონით, ინტერნეტით, შეხვედრების ოთახებით, ბიზნეს-ლაუნჯებით, სამზარეულოთი... ყველა ეს მომსახურება კი შეგიძლიათ მიიღოთ ერთ ფასად. მით უფრო, ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია 3000-ზე მეტ ლოკაციაზე მსოფლიოში. ოფისის დაქირავება შესაძლებელია ნებისმიერი ვადით და გადახდის ყველაზე მოქნილი პირობებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს კაფეში კლიენტებს შეუძლიათ შუკვეთონ სენდვიჩები, ყავა, სხვადასხვა ტკბილეული, შოკოლადები. საქართველოში პოპულარულია ჩურჩხელა, რომელიც ძალიან უყვართ ჩვენს უცხოელ კლიენტებს. გარდა ამისა, ვაკეთებს ფურშეტებს და ლანჩბრეიქებს,“ - სერვისების უნიკალურობაზე საუბრობენ კომპანიაში.

„რეგუსის“ ძირითადი მომხმარებლები საქმიანი ადამიანები არიან, მათ შორის ისინიც, რომლებიც საკმაოდ ბევრს მოგზაურობენ. ცნობილია რომ „რეგუსი“ მათზე განსაკუთრებულად ზრუნავს და ანებივრებს. მნიშვნელოვანია, რომ საქმიანი ადამიანების, რომლებიც ბევრს მოგზაურობენ მსოფლიოს გარშემო, განკარგულებაშია „რეგუსის“ საწევრო ბარათები - „ბიზნეს სამყარო“: „ასეთი ბარათების მფლობელებს, ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად უწევთ მოგზაურობა და ამ მოგზაურობის დროს არ ფიქრობენ, თუ რომელ სასტუმროში ან კაფეში მოიძიონ სწრაფი ინტერნეტი და მშვიდი სამუშაო გარემო, რადგან რეგუსის ფილიალის პოვნა მარტივად, აპლიკაციის საშალებით შეუძლიათ. რეგუსი, წვერებს სთავაზობს მსოფლიოს 120 ქვეყანაში, 3000-ზე მეტ კომფორტულ ბიზნეს ლაუნჯს“.

მოქმედებს სამი ტიპის ბარათი: ლურჯი ბარათი, ოქროს ბარათი და პლატინის ბარათი.

ლურჯი ბარათის მისაღებად აუცილებელია საკუთარი ანგარიშის შექმნა რეგუსის ვებსაიტზე ან რეგუსის აპლიკაციის გადმოწერა სმარტფონში, რაც უფასო და მარტივად მოსახმარია. ეს შესაძლებლობას მოგცემთ, გახდეთ რეგუსის საზოგადოების წევრი, ისარგებლოთ 10% ფასდაკლებით სერვისებზე, პირველმა მიიღოთ ინფორმაცია სიახლეებზე, იქონიოთ შეხვედრების ოთახების ან დღიური ოფისების დაჯავშნის შესაძლებლობა სასურველ ქალაქსა და მისამართზე.

ოქროს ბარათის მფლობელებს გააჩნიათ წვდომა რეგუსის 3000 ბიზნეს ცენტრზე, სადაც მათ დახვდებათ ინტერნეტი, უფასო ყავა და ჩაი, პრინტერის და ქსეროქსის გამოყენების საშუალება და მრავალი სხვა მომსახურება.ეს არასრული ჩამონათვალია ჩვენი სერვისების. მნიშვნელოვანია, რომ რეგუსის ბიზნეს საზოგადოების წევრობა მოსახერხებელი და პრესტიჟულია.

და რით განსხვავდება მათგან პლატინა ბარათი, „რეგუსის“ წარმომადგენელი საქართველოში განმარტავს: „პლატინა ბარათის მფლობელები ყველა ქვეყანაში სარგებლობენ პერსონალური ოფისით, ულიმიტოდ. მათ შეუძლიათ თავისთან მიიწვიონ სტუმრები და აქვთ უფასო წვდმა რეგუსის შეხვედრების ოთახებზე 3000-ივე ბიზნეს ცენტრში. პლატინის ბარათი საშუალებას აძლევს მის მფლობელს რომ ჰქონდეს საკუთარი ოფისი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ბიზნეს ცენტრებში - უოლსტრიტი, მედისონ ავენუე, ბროდვეი, პარკ ავენუე ნიუ იორკში, „ლონდონ მონიუმენთ“ ლონდონში, „დაუნთაუნი დუბაი“ დუბაიში, „სუნტექ თაუერ“ სინგაპურში, „ტაბიძე 1“ თბილისში. რეგუსის „პლატინის ბარათის“ მფლობელს ნებისმიერ ქვეყანაში აქვს ინდივიდუალური ოფისი, შეხვედრების ოთახი და თანამშრომელი ადმინისტრაციული საკითხების სწრაფად და ეფექტიანად მოსაგვარებლად“.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, საქართველოში სერვის ოფისებზე მოთხოვნა მზარდია. მარტის ბოლოს, ახალი ბიზნეს ცენტრი გაიხსნება თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე. იგეგმება, რომ 2020 წლის ბოლომდე თბილისში დამატებით გაიხსნას სხვადასხვა კლასის და ფასის მინიმუმ 5 ბიზნეს ცენტრი. ასევე დაგეგმილია ექსპანსია რეგიონებში - ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში... განსაკუთრებული მოთხოვნაა ჩვენს მომსახურებაზე ქუთაისში. 2020 წლის ბოლომდე რეგუსი გეგმავს გახსნას 12 ცენტრი საქართველოს მასშტაბით.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს