მასწავლებელი, რომელსაც პირველკლასელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ, სამსახურიდან გაათავისუფლეს

ქუთაისის ერთ-ერთ საჯარო სკოლის მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება დისციპლინარულმა საბჭომ მიიღო. მასწავლებლის სკოლიდან გათავისუფლების მიზეზი პირველკლასელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება გახდა. შემთხვევა გასული წლის 15 დეკემბერს მოხდა. სკოლის დირექტორის თქმით, პირველი კლასის მოსწავლეს მასწავლებელმა დაზიანებები შემთხვევით მიაყენა.

"გაკვეთილზე ბავშვი არ გაჩერდა, მოუსვენრად იყო. მასწავლებელმა ააყენა და ხელით მიყავდა კუთხეში დასაყენებლად, რა დროსაც მოსწავლე მოულოდნელად მოტრიალდა და ფრჩხილები შემთხვევით გაესვა ყელზე და წამოუვიდა სისხლი" , - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ სკოლის დირექტორმა.

მისი თქმით, სკოლის მასწავლებელს მოსწავლის ფიზიკური და მორალური ზიანის მიყენებისთვის საყვედური გამოუცხადა სკოლის დისციპლინარულმა საბჭომ და ასევე მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებაც მიიღო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს