შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-დან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1960 წელს დაბადებული ი.ჩ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, ხოლო 1978 წელს დაბადებული ა.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ა.კ.-ს პირადი და მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკისას, 376 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს. მათივე ინფორმაციით, ი.ჩ. ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. იგი პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. სამართალდამცველებმა ი.ჩ.-ს მიერ გაყიდული ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ი.ჩ.-ს მიმართ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ა.კ.-ს მიმართ გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა