ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა. მოწმეები მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ, რომლებსაც მშენებლობის ნებართვების გაცემისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესწავლა ევალებოდათ. მოწმეებმა დეტალურად ისაუბრეს იმ განცხადების შესწავლაზე, რომელიც იმ პირებს ეკუთვნოდა, ვისგანაც სუს-ის მტკიცებით ოთარ აბესაძემ ქრთამი აიღო.

ამასთან, ადვოკატის კითხვაზე, ითხოვდა თუ არა ოთარ აბესაძე, რომ განმცხადებელს ნებისმიერ შემთხვევაში მიეღო ნებართვა, მოწმეებმა აღნიშნეს, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ისინი ოთარ აბესაძეს საერთოდ არ იცნობდნენ.

მომდევნო სასამართლო პროცესი 15 იანვარს, 13:00 საათზე, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.

მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა დააკავა. გამოძიების თანახმად, აბესაძემ მდინარე მტკვარზე, გარკვეული კონსტრუქციის აშენებისთვის საჭირო ნებართვის მისაღებად და ნებართვის მიღებამდე მშენებლობის წარმოების მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქეს 3 ათასი დოლარი ქრთამის სახით გამოართვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო