ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ერთად ტერაქტის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავა

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა „შაბაკმა“ ორი ახალგაზრდა ქალი დააკავა, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თანამშრომლობით ტერაქტის დაგეგმვაში არიან ეჭვმიტანილები. გამოცემა Jerusalem Post-ის ინფორმაციით, დაკავებულები ისრაელის მოქალაქეები არიან.

სპეცსამსახურების ინფორმაციით, ისინი ტერაქტის განხორციელებას ებრაელების წინააღმდეგ გეგმავდნენ.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული ქალები ქვეყნიდან გასვლას და „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ბრძოლის გაგრძელებას აპირებდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა