ლევან სამუშია - პროკურატურა აშკარად შეტევაზე გადავიდა და არ ერიდება ღია მუქარებს პრეზიდენტის მიმართ

‘’ქართული ოცნების’’ შემდეგ პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ აშკარად შეტევაზე გადავიდა „ოცნებისადმი“ დაქვემდებარებული პროკურატურა, - ასე აფასებს პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი, ლევან სამუშია ე.წ. შეწყალების საქმის პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილის მიერ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართ გაკეთებულ კომენტარს.

ლევან სამუშიას განმარტებით, პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილის განცხადება საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან მიმართებაში, არის „ქართული ოცნებისა“ და პოლიტიკური პროკურატურის პოზიცია და არ შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც ერთი პროკურორის განცხადება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ‘’ქართული ოცნების’’ შემდეგ პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ აშკარად შეტევაზე გადავიდა „ოცნებისადმი“ დაქვემდებარებული პროკურატურა და არ ერიდება ღია მუქარებს პრეზიდენტის მიმართ. ეს ყველაფერი მკაფიოს ხდის იმას, რომ ქვეყანაში დასასრულს უახლოვდება პოლიციური რეჟიმის სრულყოფა. მეტიც, ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ ერიდება პროკურატურის მეშვეობით პრეზიდენტის ინსტიტუტზე მუქარებს, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარება“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.

პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი განმარტავს, რომ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება არ ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ვინმეს ბოროტად შეუძლია.

„რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, ჩანს, პრეზიდენტი წუხს, რომ ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები, - ასე გამოეხმაურა გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა