სოფელ სნოს მოსახლეობა დასახლების სიახლოვეს მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის აშენებას აპროტესტებს

ყაზბეგის რაიონის სოფელი სნოს მოსახლეობა ქსანი-სტეფანწმინდის 500 კვტ-იანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის დასახლების სიახლოვეს აშენებას აპროტესტებს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, პროექტის თანახმად, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი სახლებიდან 30-40 მეტრში გადის. მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რომ მომხდარიყო ამ ხაზის დასახლებიდან მოშორებით აშენება. მოსახლეობის განცხადებით, დღეს დილით მათთვის მოულოდნელად, ადგილზე მიიყვანეს სამშენებლო ტექნიკა და დაიწყო მშენებლობა. მოსახლეობა სამუშაოების შეჩერებას ითხოვს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ერთ-ერთმა ადგილობრივმა კესო ხარჩიშვილმა განაცხადა, გადამცემი ხაზის ბუფერული ზონა საცხოვრებელი სახლების კედლიდან 1 მეტრით არის დაშორებული, ზოგ შემთხვევაში კი ზედ კედელზე.

„განაპირა სადენიდან 30 მეტრი არის ამ ხაზის მშენებლობის ბუფერული ზონა, სადაც არ შეიძლება შენობის დადგმა და ა.შ. აი ეს ბუფერული ზონა არის საცხოვრებელი სახლის კედლიდან 1 მეტრით დაშორებული და ზოგ შემთხვევაში, ზედ კედელზეცაა“, - განაცხადა კესო ხარჩიშვილმა.

მისივე თქმით, ენერგეტიკის მაშინდელი მინისტრი ილია ელოშვილი ივლისში მათ დაპირდათ, რომ თუ გადამცემი ხაზის ბუფერული ზონა საცხოვრებელ სახლებთან 40 მეტრზე ახლოს იქნებოდა, ეს ბუფერული ზონა აიწეოდა.

„ივლისში ილია ელოშვილი ჩამოვიდა, ადგილზე დაათვალიერა სიტუაცია. შეგვპირდა, რომ თუ საცხოვრებელი სახლიდან 40 მეტრზე ახლოს იქნებოდა ბუფერული ზონა, აწევდნენ. ადგილზე ნახეს, რომ მართლა ახლოსაა. ცოტა ხნის წინ, ელოშვილი რომ გადავიდა კახა კალაძის მოადგილედ, გავიგეთ, რომ პროექტში ცვლილება არ შევიდა“, - განაცხადა კესო ხარჩიშვილმა.

მისივე თქმით, ამ წუთებში ტრაქტორი გაჩერებულია და მოსახლეობა კვლავ აპროტესტებს გადამცემი ხაზის დასახლების სიახლოვეს მშენებლობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა