გიორგი მარგველაშვილი - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მართლმსაჯულების სისტემა რჩება ”აქილევსის ქუსლად”

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მართლმსაჯულების სისტემა რჩება იმ ”აქილევსის ქუსლად”, რომელიც პრობლემად გასდევს, ფაქტობრივად, ყველა ხელისუფლებას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე მისი საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე წარადგინა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, 2012 წლის ხელისუფლების ცვლილებების დროს ყველას ჰქონდა ის მოლოდინი, რომ მართლმსაჯულების სისტემა თვისობრივად გაუმჯობესდებოდა, თუმცა ”დღეს შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების ნდობა ზოგადად, მართლმსაჯულების მიმართ სამწუხაროდ, ბევრ კითხვას ვერ პასუხობს”.

“დამოუკიდებელი სასამართლო არის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი ჩვენი სახელმწიფოებრიობის. ის არა მარტო უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების სამართლებრივ დაცულობას, არამედ არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტი ჩვენი სახელმწიფოს ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმების, ანუ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ეფექტური ფუნქციონირების, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ერთ-ერთი იმ ორგანოთაგანი, რომელსაც თავისი მანდატით ევალება უზრუნველყოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა და ეფექტური ფუნქციონირება. ჩვენ არაერთხელ აგვიღნიშნავს იმის თაობაზე, რომ მართლმსაჯულების სისტემაში საკანონმდებლო ბაზა ჯერ კიდევ დასახვეწია. მათ შორის, უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ბოლომდე გამჭვირვალესა და ეფექტურს გახდიდა ამ ორგანოს, ესეც გასაკეთებელია. თუმცა, მარტო საკანონმდებლო ბაზით, განსაკუთრებით, ისეთი ფაქიზი სისტემა, როგორიცაა სასამართლო სისტემა, როგორიცაა ქვეყნის მართლმსაჯულება, ვერ უზურუნველყოფს თვისობრივად ახალ და უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას.

ჩემი გადაწყვეტილება დავნიშნო ამ მაღალ და უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ქალბატონი ანა დოლიძე არის გამაგრებულია პროფესიონალიზმით, სიმამაცით, ღირებულებებისადმი ერთგულებით და ამ ყველაფრით არა თეორიულად, არამედ ბევრი წლის განმავლობაში, რომლის დროსაც ანა დოლიძე ამტკიცებდა თავის უნარს იყოს უაღრესად კვალიფიციური, მამაცი და ქვეყნის უზენაესი ღირებულებების ერთგული იურისტი. ამითაა განპირობებული ჩემი გადაწყვეტილება მისი დანიშვნის შესახებ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ანა დოლიძეს წარმატება უსურვა ამ უაღრესად მნიშვნელოვან და ამავე დროს რთულ საქმეში - უზრუნველყოს უფრო მაღალი ხარისხის მართლმასჯულების სისტემის აღმშენებლობა და გაძლიერება საქართველოში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა