პროკურორი - დასკვნაში არაფერია მითითებული, რომ ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნასთან თავსებადი არ არის

ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არ ყოფილიყო თავსებადი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მის ყოფნასთან, პროკურატურა თავად იშუამდგომლებდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ, - ამის შესახებ ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულმა მერიის ყოფილი თანამშრომელის, ოთარ აბესაძის საქმის პროკურორმა ირაკლი მარშანიამ განაცხადა. პროკურორის შეფასებით, ამ საქმეზე დაცვის მხარის სტრატეგია მთლიანად პიარზეა აგებული.

„იმის ნაცვლად, რომ ისაუბრონ სამართლებრივ საკითხებზე, ცდილობენ მოახდინონ პროკურატურისა და სასამართლოს დისკრედიტაცია, თითქოსდა ჩვენ არ ვითვალისწინებთ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მინდა განვმარტო, რომ ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურა დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას, რომ გამოკვლეულიყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიღებულ დასკვნაში, არაფერია მითითებული, რომ ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის თავსებადი მის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნასთან. ასეთი გარემოება რომ ყოფილიყო სახეზე, პროკურატურა თავად იშუამდგომლებდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ“, - განაცხადა პროკურორმა ირაკლი მარშანიამ.

მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა დააკავა. გამოძიების თანახმად, აბესაძემ მდინარე მტკვარზე, გარკვეული კონსტრუქციის აშენებისთვის საჭირო ნებართვის მისაღებად და ნებართვის მიღებამდე მშენებლობის წარმოების მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქეს 3 ათასი დოლარი ქრთამის სახით გამოართვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა