რამზან კადიროვი – ვაშინგტონს რუსეთში ცხელი წერტილები სჭირდება, რათა ყველაფერი ცეცხლის ალში იყოს გახვეული

ვაშინგტონს რუსეთში ცხელი წერტილები სჭირდება, რათა ყველაფერი ცეცხლის ალში იყოს გახვეული, - ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ს ხელისუფლება სამი მიმართულებით ახორციელებს დარტყმებს: სირიაში ოპოზიციის მხარდაჭერა, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება და ირანში სამოქალაქო ომის გაღვივება.

რამზან კადიროვის თქმით, „აშშ დესტრუქციულ პოლიტიკას ახორციელებდა უკრაინის, საქართველოს, ერაყისა და ლიბიასთან მიმართებაში“.

„შეერთებული შტატების ხელისუფლება რელიგიის, სახელმწიფო წყობის და მსოფლიოს წესრიგის დისკრედიტირებას ახდენს“, - განაცხადა რამზან კადიროვმა.

ჩეჩნეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ერთპოლარულ მსოფლიოს.

„ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ რუსეთს სამართლიანობის, დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნების პოზიცია უკავია. ევროპა არ უნდა შეშინდეს და ერთიანი ფრონტით უნდა შეეწინააღმდეგოს ვერაგობას. სხვაგვარად კი, უფრო მეტი ქვეყანა იქნება ჩაბმული ქაოსში, მათ შორის ევროპული ქვეყნები“, - დასძინა რამზან კადიროვმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს