კობა ხაბაზი - ირაკლი ჩხვირკიას მიმართ ერთადერთი მოლოდინი გვაქვს - გამამართლებელი განაჩენი

მტკიცებულებების ნაწილით მოსამართლე დარწმუნებულია, რომ ირაკლი ჩხვირკია უდანაშაულოა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კობა ხაბაზმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც კობა ხაბაზმა აღნიშნა, ირაკლი ჩხვირკია ბათუმში 11-12 მარტს გამართული აქციის ორგანიზატორი არ იყო და იგი საპატიმროში უდანაშაულოდ იმყოფება. ხაბაზი იმედოვნებს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და ირაკლი ჩხვირკიას გაათავისუფლებს.

„ირაკლი ჩხვირკიას მიმართ ერთადერთი მოლოდინი გვაქვს - გამამართლებელი განაჩენი. ერთი მტკიცებულებაც არ წარმოუდგენია პროკურატურას, რომელიც ირაკლი ჩხვირკიას დანაშაულს დაამტკიცებდა. დაწყებული ჟურნალისტებიდან, სასამართლო დარბაზში მყოფებმა და თავად პროკურორებმაც კი იციან, რომ ირაკლი ჩხვირკია არის უდანაშაულო. კარგად იციან, რომ ბათუმის აქციის ორგანიზატორი არ არის. შეძლებს მოსამართლე ღირსეული ნაბიჯის გადადგმას და უპირობოდ გაათავისუფლებს ირაკლი ჩხვირკიას? - ეს იქნება მისი მხრიდან ღირსეული ნაბიჯი. მტკიცებულებების ნაწილით მოსამართლე დარწმუნებულია, რომ ირაკლი ჩხვირკია უდანაშაულოა“,- აცხადებს კობა ხაბაზი.

ბათუმის მოვლენებზე ბრალდებულების ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო სარეზოლუციო ნაწილს 10 იანვარს, 10:30 საათზე გამოაცხადებს.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა