ადვოკატი - ეჭვი მაქვს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობაზე მოლაპარაკებებს არა ჯანდაცვის სამინისტრო, არამედ უშიშროება აწარმოებს

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი ეჭვობს, რომ მაჩალიკაშვილის მკურნალობისთვის საზღვარგარეთ კლინიკებთან მოლაპარაკებებსარა ჯანდაცვის სამინისტრო, არამედ სუს-ი აწარმოებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა განუცხადა, 4 დღის წინ საქართველომ გერმანიის ერთ-ერთი კლინიკიდან თანხმობა მიიღო მაჩალიკაშვილის მიეღებაზე, თუმცა პანკისის ხეობაში დაჭრილის გადაყვანაზე ჯანდაცვის სამინისტრომ უარი თქვა. ამასთან, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ახლა მაჩალიკაშვილის გადაყვანაზე თანხმობა ისეთი კლინიკისგანაა მიღებული, რომელიც თურქეთში ხარისხიანი მკურნალობით არ გამოირჩევა.

ჯავახიშვილი ეჭვობს, რომ თურქულ კლინიკაში მაჩალიკაშვილის გადაყვანა სუს-ის ინტერესებში შედის, ვინაიდან მიიჩნევს, რომ 22 ნოემბერსა და 21 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციები, თურქეთთან ერთობლივად ჩატარდა.

„თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე თანხმობა მოვიდა ისეთი თურქული კლინიკიდან, რომელიც მეათეხარისხოვანია. 4 დღის წინ მიიღო ჯანდაცვის სამინისტრომ გერმანიის კლინიკიდან თანხმობა, თემირლანის მიღებაზე, თუმცა უარი უთქვამთ. მე უკვე ეჭვი მაქვს, რომ თემირლანის მიღებაზე და მკურნალობაზე არა ჯანდაცვის სამინისტრო არამედ, უშიშროება აწარმოებს მოლაპარაკებას, ვინაიდან სპეცოპერაციები, რომლებიც თბილისსა და პანკისში ჩატარდა, თურქეთის სახელმწიფოსთან თანამშრომლობით ჩატარდა. ამიტომ უნდათ, რომ თურქეთის მეათეხარისხოვან კლინიკაში გადაიყვანონ მაჩალიკაშვილი. გამოაცხადეს, რომ ვითომ გერმანიას ადგილები არ ჰქონდაო, რაც ტყუილია“, - განაცხადა ცირა ჯავახიშვილმა.

მისივე თქმით, მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის და ადვოკატებისთვის არ არის ცნობილი, თუ რამდენ კლინიკას მიმართა ჯანდაცვის სამინისტრომ დაჭრილის მიღებისა და მკურნალობის მოთხოვნით.

„არც ვიცით რამდენ კლინიკაში აქვთ გაგზავნილი თემირლანის საქმე გადაგზავნილი და საიდან რა პასუხი აქვთ მიღებული. მოვითხოვეთ ჯანდაცვის სამინისტროსგან ოფიციალურად ეს ინფორმაცია, მაგრამ პასუხი არ გვაქვს. ჩნდება ეჭვი, რომ არ აწყობთ თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა, რადგან ძალიან ბევრ კითხვაზე, რომელიც საქმეშია, მხოლოდ მას შეუძლია გასცეს პასუხები“, - განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა