ადვოკატი - ეჭვი მაქვს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობაზე მოლაპარაკებებს არა ჯანდაცვის სამინისტრო, არამედ უშიშროება აწარმოებს

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი ეჭვობს, რომ მაჩალიკაშვილის მკურნალობისთვის საზღვარგარეთ კლინიკებთან მოლაპარაკებებს არა ჯანდაცვის სამინისტრო, არამედ სუს-ი აწარმოებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა განუცხადა, 4 დღის წინ საქართველომ გერმანიის ერთ-ერთი კლინიკიდან თანხმობა მიიღო მაჩალიკაშვილის მიეღებაზე, თუმცა პანკისის ხეობაში დაჭრილის გადაყვანაზე ჯანდაცვის სამინისტრომ უარი თქვა. ამასთან, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ახლა მაჩალიკაშვილის გადაყვანაზე თანხმობა ისეთი კლინიკისგანაა მიღებული, რომელიც თურქეთში ხარისხიანი მკურნალობით არ გამოირჩევა.

ჯავახიშვილი ეჭვობს, რომ თურქულ კლინიკაში მაჩალიკაშვილის გადაყვანა სუს-ის ინტერესებში შედის, ვინაიდან მიიჩნევს, რომ 22 ნოემბერსა და 21 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციები, თურქეთთან ერთობლივად ჩატარდა.

„თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე თანხმობა მოვიდა ისეთი თურქული კლინიკიდან, რომელიც მეათეხარისხოვანია. 4 დღის წინ მიიღო ჯანდაცვის სამინისტრომ გერმანიის კლინიკიდან თანხმობა, თემირლანის მიღებაზე, თუმცა უარი უთქვამთ. მე უკვე ეჭვი მაქვს, რომ თემირლანის მიღებაზე და მკურნალობაზე არა ჯანდაცვის სამინისტრო არამედ, უშიშროება აწარმოებს მოლაპარაკებას, ვინაიდან სპეცოპერაციები, რომლებიც თბილისსა და პანკისში ჩატარდა, თურქეთის სახელმწიფოსთან თანამშრომლობით ჩატარდა. ამიტომ უნდათ, რომ თურქეთის მეათეხარისხოვან კლინიკაში გადაიყვანონ მაჩალიკაშვილი. გამოაცხადეს, რომ ვითომ გერმანიას ადგილები არ ჰქონდაო, რაც ტყუილია“, - განაცხადა ცირა ჯავახიშვილმა.

მისივე თქმით, მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის და ადვოკატებისთვის არ არის ცნობილი, თუ რამდენ კლინიკას მიმართა ჯანდაცვის სამინისტრომ დაჭრილის მიღებისა და მკურნალობის მოთხოვნით.

„არც ვიცით რამდენ კლინიკაში აქვთ გაგზავნილი თემირლანის საქმე გადაგზავნილი და საიდან რა პასუხი აქვთ მიღებული. მოვითხოვეთ ჯანდაცვის სამინისტროსგან ოფიციალურად ეს ინფორმაცია, მაგრამ პასუხი არ გვაქვს. ჩნდება ეჭვი, რომ არ აწყობთ თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა, რადგან ძალიან ბევრ კითხვაზე, რომელიც საქმეშია, მხოლოდ მას შეუძლია გასცეს პასუხები“, - განაცხადა ადვოკატმა.

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
კახა კუკავა - 7 პრიორიტეტი გვაქვს, რაც ჩვენ საარჩევნო პროგრამაშია
ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
„თელიანი ველის“ გლეხური რქაწითელი ქვევრი დეკანტერის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია
წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო