კონსტანტინე ზალდასტანიშვილის ოჯახს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადაეცა

ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, რომლითაც კონსტანტინე ზალდასტანიშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა, დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილის ოჯახს გადასცა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით კონსტანტინე ზალდასტანიშვილი სამშობლოს წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა.

გიორგი აბაშიშვილმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან, მინისტრის პირველ მოადგილე დავით ზალკალიანთან და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივან თენგიზ ფხალაძესთან ერთად კიდევ ერთხელ გამოხატა თანაგრძნობა ოჯახის მიმართ და მადლიერება იმ სამსახურისათვის, რომელიც კოტე ზალდასტანიშვილმა გაუწია სახელმწიფოს განვითარების საქმეში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა