ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, 10:00-დან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ყაზბეგის გამზირს (ნაწილობრივ), ვაჟა ფშაველას გამზირს (ნაწილობრივ), მიხეილ თამარაშვილის გამზირს, ოთარ ჩხეიძის, პეტრე ქავთარაძის, ედიშერ მაღალაშვილის, კალისტრატე ქუთათელაძის, მარიკა ბარათაშვილის, ოთარ ლორთქიფანიძის, გიორგი გეგეჭკორის, იოველ ქუთათელაძის და უნივერსიტეტის ქუჩებს.

ხვალვე, 12:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელი ლისის, ბაგების დასახლების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნაფეტვრების გზის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III, VI, VII კვარტლების, ზურაბ ანჯაფარიძის I შესახვევის, ქავთარაძის II შესახვევის, ვერეს ხევის, შავგულიძის, პეტრე ქავთარაძის, იოსელიანის, შალვა ნუცუბიძის, ფხაკაძის, ჯიქიას, ზურაბ ანჯაფარიძის, ანა პოლიტკოვსკაიას და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს.

12:00-დან 16:00 საათამდე კი ელექტრომომარაგება შეუწყდება პეტრე ქავთარაძის და დავით თავხელიძის ქუჩებს, ასევე, ილია ჭავჭავაძის გამზირს (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩას.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა