ირაკლი კობახიძე -  ქალბატონმა მარიკამ ურთულესი მისია აირჩია და იგი ამ მისიას მთელი ცხოვრების მანძილზე თავდადებით ასრულებდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ისტორიის მემატიანის, დიდი ქართველი მეცნიერის, ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო. მარიკა ლორთქიფანიძე ჩვენი თანამედროვეობის გამორჩეული და სამაგალითო მოღვაწე იყო. ქალბატონმა მარიკამ ურთულესი მისია აირჩია და იგი ამ მისიას მთელი ცხოვრების მანძილზე თავდადებით ასრულებდა - იგი მომავალ თაობებს ცოდნისა და პატრიოტული ღირებულებების მტკიცე ფუნდამენტს უქმნიდა. როგორც გამორჩეულმა პატრიოტმა და საზოგადო მოღვაწემ, მან თავად შექმნა ისტორია. მისი სახელი უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში, რომლის შესწავლასა და დაცვას ქალბატონმა მარიკამ მთელი ცხოვრება შეალია. საქართველოს პარლამენტის სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ ქალბატონი მარიკას ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს", - აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის სამძიმრის განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს