განათლების მინისტრის ინიციატივით, პედაგოგებთან შეხვედრების ციკლი „მოვუსმინოთ მასწავლებლებს“ დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, პედაგოგებთან შეხვედრების ციკლი „მოვუსმინოთ მასწავლებლებს“ დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, პირველი შეხვედრა მინისტრმა საქართველოს სკოლების იმ წარმატებულ პედაგოგებთან გამართა, რომლებიც მიმდინარე სასწავლო წელს გამორჩეულად აქტიურები იყვნენ, ზრუნავდნენ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე და საკლასო ოთახში, მოსწავლეებთან მუშაობაში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს.

უწყების ცნობით, პედაგოგებმა სურვილი გამოთქვეს გაუზიარონ მინისტრს გამოცდილება, ასევე ესაუბრონ სკოლის საჭიროებებზე, პრობლემებზე და ამ პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ რეკომენდაციები შესთავაზონ. ასეთი შეხვედრების მიზანი სწორედ ღია საუბრია თემებზე, რომელიც სწავლა-სწავლების ხარისხს, მოსწავლეებს შორის და სკოლებში ბულინგის საკითხების გადაჭრას ეხება.

სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე მასწავლებლებმა აქცენტები გააკეთეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაზე, დამამთავრებელ გამოცდებზე, სახელმძღვანელოებზე, მშობლებთან კომუნიკაციაზე და სხვა არაერთ მნიშვნელოვან თემაზე, რაც სასკოლო ცხოვრებას უკავშირდება.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მასწავლებლებთან დიალოგი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და როგორც მინისტრი, ასევე სამინისტროს ყველა წარმომადგენელი მზად არის მოუსმინოს თითოეულ პედაგოგს და გაიზიაროს მათი მოსაზრებები.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილე პედაგოგებს კლასის მართვის საკითხებზე ლიტერატურა გადაეცათ. ამასთან, ბულინგთან და ძალადობასთან დაკავშირებული საინფორმაციო ფლაერები, რომელსაც უახლოეს დღეებში ყველა მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი მიიღებს, რათა ინფორმირებულნი იყვნენ, თუ რას ეხება ბულინგი, რა არის ძალადობა და როგორ უნდა იმოქმედონ მსგავს სიტუაციებში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს