ნაძალადევის რაიონში დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, საყვირის ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში, სადაც 182 ოჯახი ცხოვრობს, სადარბაზოები მოწესრიგდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს, 2017 წელს, მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს კეთილმოწყობის მიზნით, ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებით, სულ 257 პროექტი განხორციელდა.

”ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო 475 სადარბაზოში შესრულდა: რეაბილიტაცია ჩაუტარდა ლიფტებს და კიბეებს, გამოიცვალა წყალ-კანალიზაციის შიდა ქსელი და წყალსაწრეტი მილები, დამონტაჟდა მეტალის კარები და სენსორული განათება, გარდა ამისა, ჯამში 50 083 კვადრატულ მეტრ ფართობზე კორპუსის სახურავები შეიცვალა”, - აცხადებენ თბილისის მერიაში.

გასულ წელს შესრულებული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 2 794 421 ლარი გამოიყო. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტების თანადაფინანსება 2018 წელსაც აქტიურად გაგრძელდება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა