გიორგი მარგველაშვილი - განსაკუთრებულია ის ღვაწლი, რომელიც მარიკა ლორთქიფანიძემ გასწია ქვეყნის ისტორიის კვლევისა და ისტორიული მეცნიერების განვითარების საქმეში

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქალბატონ მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო.

განსაკუთრებულია ის შრომა და ღვაწლი, რომელიც მარიკა ლორთქიფანიძემ გასწია 70 წლის განმავლობაში, ქვეყნის ისტორიის კვლევისა და ისტორიული მეცნიერების განვითარების საქმეში.

მნიშვნელოვანია ის წვლილი, რომელიც მიუძღვის მას საქართველოს მომავალი თაობების აღზრდისა და განათლების საკითხში.

მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ახლობლებს ამ მძიმე წუთებში.

ეს დანაკლისი უმძიმესია თანამედროვე ქართული მეცნიერებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის", - აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის სამძიმრის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა