ნოდარ ხადური მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, თსუ-ის მაკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოდარ ხადური აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ნოდარ ხადური გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს უსამძიმრებს და იმ დამსახურებებსა და მიღწევებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მარიკა ლორთქიფანიძეს ჰქონდა.

„დიდ პატივისცემას და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ შესანიშნავი ქართველი ქალბატონის, ღირსეული დედის, ძლიერი ისტორიკოსის მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მან თავისი მოღვაწეობის საკმაოდ ბევრი წელი გაატარა. მრავალ ახალგაზრდას ასწავლა ქვეყნის ისტორია და შეაყვარა. მთელი საქართველოსთვის და განსაკუთრებით აკადემიური წრეებისთვის მისი სამეცნიერო ნაშრომები არის უძვირფასესი, რომელთაც ქართული ისტორიის მშენებლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. მას უდიდესი ღვაწლი მიუძღვის როგორც მეცნიერების განვითარებაში, ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესებთან დაკავშირებულ მოვლენებში. მრავალი ათეული წელი ის ღირსეულად წარმოაჩენდა ქართულ ისტორიულ სკოლას როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

საზოგადო მოღვაწე, ისტორიკოსი, მეცნიერებათა აკადემიის წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის გამგე, მარიკა ლორთქიფანიძე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვუსამძიმრებ ყველას - მის ოჯახს, ნათესავებს, კოლეგებს, მეგობრებსა და სტუდენტებს“, - აღნიშნულია ნოდარ ხადურის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა