საფრანგეთის ლტოლვილთა სამსახურის უფროსი - 2017 წელს ქვეყანაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა 17%-ით გაიზარდა

საფრანგეთის ლტოლვილთა და აპატრიდების დაცვის სამსახურის უფროსის პასკალ ბრაისის განცხადებით, 2017 წელს საფრანგეთში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა 17 პროცენტით გაიზარდა. 2016 წელს ეს მაჩვენებელი 16% იყო.

ბრაისის თქმით, ასეთი მაღალი მაჩვენებელი პირველია 40 წლის განმავლობაში და თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობამ რეკორდულად მაღალ რიცხვს - 100 412 მიაღწია. აქედან 43 000-ს თხოვნა დაუკმაყოფილდა და ლტოლვილის სტატუსი მიიღო.

ბრაისმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, რომ თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობამ ალბანეთიდან და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან იმატა.

ალბანეთი თავშესაფრის მთხოვნელთა ქვეყნების სიაში პირველ ადგილასაა - 7 630 მოთხოვნით, მეორე ადგილზეა ავღანეთი 5 987 მოთხოვნით, რომელსაც მოჰყვება ჰაიტი - 4 934, სუდანი - 4 486 და გვინეა 3 780 მოთხოვნით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა