საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა მიღება გრძელდება

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველთა რეგისტრაცია, რომელიც 2017 წლის 9 ოქტომბერს დაიწყო, 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შერჩეული კანდიდატებისთვის საწყისი საბრძოლო მომზადების ((BCT) კურსი ეტაპობრივიდ, მიმდინარე წლის განმავლობაში ჩატარდება. განცხადების ჩაბარებისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს: 1. პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი); 2. ფოტოსურათი 3X4 - 2 ცალი; 3. სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი; 4. დაბადების მოწმობის ასლი. საკონტრაქტო სამსახურისთვის კანდიდატების შერჩევის პერიოდში მოქალაქეს აქვს კანდიდატის სტატუსი, რომლის დროსაც ის წარმოადგენს საბუთებს პირადი საქმის შესადგენად: 1. ნამსახურების ნუსხა (გაიცემა სამხედრო განყოფილებაში); 2. გასაწვევი პირის განცხადება; 3. ანკეტა (შეივსება სამხედრო განყოფილებაში); 4. ავტობიოგრაფია (ხელნაწერი და დაბეჭდილი); 5. დაბადების მოწმობის ასლი; 6. პირადობის მოწმობის ასლი; 7. განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობის ასლი; 8. ქორწინების (განქორწინების) მოწმობის ასლი; 9. შვილების დაბადების მოწმობის ასლი; 10. ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები; 11. მართვის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში); 12. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამხედრო ჰოსპიტალის მიერ გაცემული); 13. ცნობა პროფილაქტიკური აცრების შესახებ (,,R“- წითელა, წითურა, ყბაყურა: ,,T”-ტეტანუსი-დიფტერია); 14. ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ (ლაბორატორიულად შემოწმებული); 15. ცნობა ნასამართლობის შესახებ; 16. ცნობა სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან (სახელმწიფო გასაცემლების შესახებ); 17. შრომის წიგნაკის ასლი (არსებობის შემთხვევაში); 18. მიღებული სერტიფიკატის ასლი; 19. სამხედო ბილეთი ან წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (ასლი და დედანი); 20. ფოტოსურათი 3X4 - 4 ცალი (ფერადი და ელექტრონული ვერსია). საბუთების მიღება წარმოებს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, გარდაბნის რაიონი (რუსთავის გზატკეცილი), მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისი“-ს ბაზის ტერიტორიაზე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო