სემეკმა გორის მოსახლეობის განცხადებების ინდივიდუალური შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულმა კომისიასმ, გორის მოსახლეობის განცხადებების ინდივიდუალური შესწავლა დაიწყო.

როგორც “ინტერპრესნიუსს” სემეკიდან აცნობეს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) შევიდა ქ. გორის მოსახლეობის განცხადებები, სს „საქორგგაზის“ მიერ 2017 წლის დეკემბერში განხორციელებულ დარიცხვებთან დაკავშირებით. კომისიას დაწყებული აქვს თითოეული განცხადების ინდივიდუალური შესწავლა, რის შედეგადაც დადგინდება თუ რამ განაპირობა გაზრდილი გადასახადების აბონენტებზე დარიცხვა.

კომისიაში საკითხის მოკვლევა მიმდინარეობს მიმდინარე წლის 3 იანვრიდან. 5 იანვარს კომისიის წარმომადგენლები ენერგოომბუდსმენთან ერთად იმყოფებოდნენ ქ. გორში და ადგილზე გაეცნენ არსებულ მდგომარეობას.

კომისია მოუწოდებს ყველა მომხმარებელს, თუ ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების მხრიდან არ ეთანხმებიან განხორციელებულ დარიცხვებს, საკითხის შესწავლის მიზნით, მომართონ კომისიას ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს. ასევე, კონსულტაციების გავლა შესაძლებელია კომისიის ქოლ-ცენტრში ნომერზე 16 216 და სოციალურ ქსელში არსებულ კომისიის გვერდზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს